Skip to product information
ხერხის და მაკრატელის ორეული EDON – უნახშირო ACS-18/8BL+UPS-21A

ხერხის და მაკრატელის ორეული EDON – უნახშირო ACS-18/8BL+UPS-21A

სწრაფი ონლაინ განვადება, სახლიდან გაუსვლელად.

249.00 ₾

EDON ACS-18/8BL + UPS-21A კომბო ნაკრები წარმოადგენს სრულ გადაწყვეტას ბაღის მოვლისთვის და ხის სამუშაოებისთვის. ნაკრები აერთიანებს აკუმულატორულ მინი ჯაჭვურ ხერხს და ელექტრო სეკატორს, რაც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ჭრის სამუშაოები სწრაფად და მარტივად.

კომპლექტაცია
ACS-18/8BL მინი  ხერხი, ორი 21V აკუმულატორით, დამტებით, ჯაჭვით, 8 ინჩიანი შინით და დამხმარე ინსტრუმენტებით. 
UPS-21A  სეკატორი, აკუმულატორით, დამტენით, ტექნიკური მოვლის აქსესუარებით

ტექნიკური მონაცემები
ACS-18/8BL მუშაობს 21 ვოლტზე და აღჭურვილია brushless (უნახშირო) ძრავით, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიმძლავრეს და ხანგრძლივ რესურსს. გააჩნია 8 ინჩიანი შინა და დაახლოებით 8 მეტრი წამში ჯაჭვის სიჩქარე. არის მსუბუქი და მოსახერხებელი ყოველდღიური გამოყენებისთვის.
UPS-21A სეკატორი ასევე მუშაობს 21 ვოლტზე და შეუძლია 25-30 მმ-მდე დიამეტრის ტოტების ჭრა. არის კომპაქტური, ძლიერი და გათვლილია ინტენსიურ ბაღის სამუშაოებზე.

მოვლა
მინი ხერხისთვის აუცილებელია ჯაჭვის რეგულარული დაჭიმვა და გაწმენდა. რეკომენდებულია ჯაჭვის ზეთის გამოყენება, რათა შემცირდეს ცვეთა და გაიზარდოს მოწყობილობის რესურსი. სამუშაოს შემდეგ უნდა გაიწმინდოს და აკუმულატორი არ უნდა დაიტვირთოს სრულ დაცლამდე.
სეკატორის შემთხვევაში საჭიროა დანის გაწმენდა ყოველი გამოყენების შემდეგ, პერიოდული ზეთვა და დროული ლესვა. არ არის რეკომენდებული მყარ მასალებზე გამოყენება.

გამოყენების წესი
მინი ხერხის გამოყენებისას პირველ რიგში უნდა ჩაისვას აკუმულატორი, შემოწმდეს ჯაჭვის დაჭიმვა და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ზეთი. მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს მსუბუქი ზეწოლით, რადგან ხერხი თავად ასრულებს ჭრის პროცესს.
სეკატორის გამოყენებისას ჩაისმება აკუმულატორი, ჩაირთვება მოწყობილობა უსაფრთხოების ღილაკით და ჭრა სრულდება ტრიგერზე დაჭერით.

უპირატესობები
ეს კომბო ნაკრები გაძლევთ შესაძლებლობას ერთი სისტემით შეასრულოთ სრული ბაღის სამუშაოები. ხერხი მარტივად უმკლავდება სქელ ტოტებს და ხის მასალას, ხოლო სეკატორი იდეალურია წვრილი და ზუსტი ჭრისთვის. ორივე მოწყობილობა არის მსუბუქი, ენერგოეფექტური და მარტივი გამოსაყენებელი.